ხატია დეკანოიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვებას გეგმავს.
ამის შესახებ დეკანოიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ოფიციალურად პარტია ჯერ არ დაუტოვებია, თუმცა ეს მალე მოხდება.
მისი თქმით, მას ჰქონდა პარტიისგან განსხვავებული პოზიცია ენმ-ის მხრიდან პარლამენტის დატოვების შესახებ.
"მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა ეტაპი უნდა დასრულდეს ალბათ ჩემი და პარტიის ურთიერთობის და მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს შინაგანი შეუთანხმებლობები რომლებიც მე მაქვს, ბოიკოტიც იყო ერთ-ერთი, მაგრამ რაღაცნაირად, ალბათ ეს მომენტი უნდა დადგეს, ძალიან მალე... ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს თანამშრომლობა დასრულდება. მე ვერ გეტყვით დროს და მომენტს, მაგრამ ეს ალბათ ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა სხვა რომელიმე პარტიას არ შეუერთდება და მას შემდეგ რაც პარტიას ოფიციალურად დატოვებს გააგრძელებს მუშაობას მათ შორის ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის.
ხატია დეკანოიძემ გუშინ განაცხადა, რომ პარტიის დატოვებაზე უფიქრია, თუმცა უნდა შევხედოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მისი თქმით, ამ საკითხზე საპარლამენტო ბოიკოტის კონტექსტში უფიქრია, რადგან მას არ ეთანხმება.